Logo
გაძლიერებული ძებნა
«    სექტემბერი 2023    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

სექტემბერი 2022 (1)
აპრილი 2021 (1)
მარტი 2021 (1)
ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ვიტალი ცხადაძე  მედლით დააჯილდოვეს.

ჩვენი თანამემამულე და სოფლის შვილი ვიტალი ცხადაძე "დიდგორის ჯვრის" მედლით დააჯილდოვეს.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ,,დიდგორის ჯვრის მედლით" დააჯილდოვა. პრემიერის ინიციატივით, ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამორჩეულ სამხედროს ,,დიდგორის ჯვრის მედალს" გადასცემს. პირველი მედალი თავად პრემიერმა დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეს, მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, მაიორ ვიტალი ცხადაძეს გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბრძოლაში გამოჩენილ მამაცობასთან ერთად აღსანიშნავია ის, რომ ცხადაძემ და მისმა მეგობრებმა დაღუპული და დაჭრილი თანამებრძოლები ბრძოლის ველზე არ დატოვეს.
"ეს ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელია. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მას სამშობლოს სამსახურისთვის და ვუსურვო სამხედრო წარმატებები", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
43-ე მექანიზებული ბატალიონის მეთაური, მაიორი ვიტალი ცხადაძე "დიდგორის ჯვრის" მედლით დაჯილდოებისთვის მთავრობას მადლობას უხდის.
როგორც ცხადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ ჯილდოს მიღებით ამაყია.
"ომის დროს ვიყავი 53-ე ბატალიონის შტაბის უფროსი, მეთაურ, მაიორ გელა ჭედიას დაღუპვის შემდეგ კი ბატალიონის მართვა ავიღე ჩემს თავზე. საამაყოა დღევანდელი დღე ჩემთვის, როგორც ყველა ჯარისკაცისთვის. ამაყი ვარ, იმიტომ, რომ ეს ჯილდო გადმომეცა ბრძოლის ველზე, საიდანაც დაიწყო საქართველოს გამთლიანება და აღმშენებლობა. მე მოვუწოდებ და ვუსურვებ ყველა ქართველს, რომ ღირსეულად ემსახუროს თავის ქვეყანას", - განაცხადა მაიორმა ცხადაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე ,,დიდგორის ჯვრის მედლით" დააჯილდოვა.


წყარო: interpressnews.ge
 
Read More


ზესტაფონი-ბაღდათის გზის შეკეთება მალე გაგრძელდება


მეორე სვირში მიმდინარე გზის შეკეთების სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.შემსრულებელი ორგანიზაციის შპს "არნაბი 21"ს სასახელოდ უნდა ითქვას ნაცვლად დაანონსებული პერიოდული შეკეთებისა, ხდება გზის საფარის მთლიანი განახლება.კერძოდ დამუშავდა ძველი საფარი,გაიწმინდა სანიაღვრე არხები და იგება 2 ფენა ასფალტის საფარი.კეთდება ეზოებში შესასვლელების ასფალტირება.თამამად შეიძლება ითქვას რომ ასეთი გზა მეორე სვირელებს აქამდე არც ქონიათ.
აქამდე შეჩერებულია ზესტაფონი-ბაღდათის გზის მე 10-21 კილომეტრებზე გაკეტება.მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო ერთერთმა ბერძნულმა ფირმამ.მოხდა ძველი საფარის დემონტაჟი,დაიწყო დამეწყრილ მონაკვეთებში მცოცავი მიწის გატანა,ხიდის შეკეთება.ამის შემდეგ კი აღნიშნულმა ორგანიზაციამ(როგორც სარწმუნო წყარო გვატყობინებს) განაცხადა რომ აჩერებს სამუშაოებს რადგან ფინანსური პრობლემები შეექმნა.თუმცა როგორც საიტის წყარო იტყობინება უკვე გაფორმდა ხელშეკრულება სხვა კომპანიასთან.
დღესდღეობით დაკეტილია ზესტაფონი-ბაღდათის გზის რამოდენიმე მონაკვეთი თხრილების გამო და მოძრაობა შემოვლითი გზებით მიმდინარეობს.
ჩვენთვის კვლავ უცნობია გზის 1-5 კმ ნაწილის შესახებ რაიმე ინფორმაცია.სამწუხაროდ კვლავ დამტვრეული გზით გვიწევს ამ მონაკვეთზე გადაადგილება
 
Read More





სოფელ მეორე სვირში 580 მეტრი სიგრძის ბეტონის გზა (310 მეტრკუბი ბეტონი) დაიგო.ძირითადად შეკეთდა საუბნო გზები.ბეტონის გზის ფენის მოსაწყობათ უბნის მოსახლება ღებულობს მონაწილეობას კერძოთ ისინი მუშაობენ შრომის ანაზღაურების გარეშე, რითაც კეთდება უფრო მეტი მოცულობის სამუშაოები.მასალის ღირებულება 49000 ლარს შეადგენს.დღეს შესრულებული სამუშაოები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ და გამგებლის მოადგილემ ხვიჩა გუმბერიძემ დაათვალიერეს.


წყარო http://zestaphoni.com/1142--580-310-.html
 
Read More


ბერი ანთიმოზი (ერისკაცობაში- ოთარი წაქაძე)
26 ივნისი წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეა. ყველას გილოცავთ!
ამ დღეს დღეს გოტიეთის მონასტერში (ბაღდათისა და საირმის გზაზე), ბერად აღიკვეცა, ჩვენი სოფლის მკვიდრი, დღეიდან უკვე ბერი ანთიმოზი (ერისკაცობაში- ოთარი წაქაძე). მამა ანთიმოზის ლოცვა შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ ყველა.

 
Read More


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2014

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2014


1.პირველი სვირი სვირი სულაქველიძეების უბანში ბეტონის ფენილის მოწყობა 7500gel
2. პირველი სვირი სვირი წაქაძეების უბანში ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა 4880gel
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების შეთანხმების ცხრილი
3. პირველი სვირი სვირი ღიბრაძეების უბანში საუბნო გზის რეაბილიტაცია ბეტონის ფენილის მოწყობა 3500gel
4.პირველი სვირი სვირი გეწაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია ბეტონის ფენილის მოწყობა 7730gel
5. პირველი სვირი სვირი წოწოურის გზის ასასვლელში ბეტონის
ფენილის მოწყობა
3500
6. პირველი სვირი სვირი ვარდუკაძეები-ჩიტორელიძეები-გამრეკელაშვილების უბანში სანიაღვრე არხის მოწყობა 6100gel
7. პირველი სვირი სვირი ვარდუკაძეები-ჩიტორელიძეები-გამრეკელაშვილების უბანში ორი ცხაურის მოწყობა 5400gel
8. პირველი სვირი სვირი ვარდუკაძეები-ჩიტორელიძეები-გამრეკელაშვილების უბანში ბეტონის ფენილის მოწყობა 5500gel
9. პირველი სვირი სვირი ჭყოიძეების უბანში ლითონის ცხაურის მოწყობა 2700gel
10. პირველი სვირი სვირი კაკაურიძეები-დეკანოიძეების უბანში ბოგირის სარეაბილიტაციოდ მასალების შეძენა 945gel
11. პირველი სვირი სვირი დეკანოიძეების უბანში 500 მმ ლითონის მილის შეძენა 300gel
12. II სვირი ჯიკვათირის უბანში ცხაურის მოწყობა 2500gel
13. II სვირი ჯუღელების უბანში სასმელი ჭის დასრულება 3717gel
14. II სვირი ჯუღელებისა და ბოჭორიშვილების უბნის გზის რეაბილიტაცია(მოხრეშვა) 1500gel
15. II სვირი ლომინაშვილების უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობზე მასალების შეძენა 5760 gel
16. II სვირი ხიდაშლების უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობაზე მასალების შეძენა 9600gel
17. II სვირი ჯიკვაითის უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობაზე მასალების შეძენა 8640gel
18. II სვირი ცხადაძეების უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობაზე მასალების შეძენა 12800gel
19. II სვირი ამბულატორიის მიმდებარედ მერკვილაძეების უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობაზე მასალების შეძენა 2880gel
20. II სვირი გეწაძეების უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობაზე მასალების შეძენა 3840gel
21. II სვირი გაჩეჩილაძეების უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობაზე მასალების შეძენა 2880gel
22. II სვირი გაბეხაძე-ხვინჩიაშვილების უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობაზე მასალების შეძენა 3840gel
22. II სვირი ჯუღელების უბანში წყალსადენის მოსაწყობად მასალების შეძენა 1755gel
23. II სვირი ჯუღელების უბანში ბოგირის მოსაწყობად ლითონის მილის შეძენა 600gel
24. II სვირი საბავშვო ბაღებისათვის სათამაშო ატრაქციონების კომპლექტის შეძენა 4000gel
25. II სვირი ჯუღელების უბანში სავარგულებში შესასვლელი გზის გადასაღობად მასალების შეძენა 2192gel
25. II სვირი სადგური სვირი საიაღვრე არხის გაჭრა 9302gel




 
Read More


მეორე სვირში გზის შეკეთება მიმდინარეობს


დიდი ხანია მეორე სვირელები ელოდებიან რომ "სინათლე" მათ ქუჩებშიც გამოჩნდებოდა,ლაპარაკია სამარადისოდ ქცეულ პრობლემის - გზის გაუკეთებლობაზე.ბოლო 10 წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ შეკეთდა არსებული გზის საფარი ,რომელიც უვარგისობის გამო ,როგორც ჩვენთვის ცნობილია ჩაბარაებული არ იქნა დამკვეთის მიერ გაკეთებისთანავე.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ხალხს იმედი გაუჩნდა რომ ახლა მაინც რამე სასიკეთოთ შეიცვლებოდა.უფრო მეტიც უკვე 2 წელია ეს გზა გასაკეთებელ პროექტების სიაშია.ლაპარაკია ზესტაფონი-ბაღდათის 18კმ იანი გზის იმ მონაკვეთზე რომელიც მეორე სვირზე გადის და დაახლოებით10 კმ-ს შეადგენს.
დღეს კი ქუჩებში გამოჩნდა ტექნიკა და დანაპირების ასრულების დროც თითქოს მოვიდა,ხალხი გახარებული შესციცინებს მომუშავე ტრაქტორებს და მშენებლებს.
თუმცა აღმოჩნდა რომ ჯერჯერობით კეთდება მხოლოდ 4 კმიანი მონაკვეთი და როგორც მშენებელი ორგანიზაციის მიერ გაკრულ აბრაზე შავით თეთრზე წერია თურმე ისინი ახალ გზას კი არ აკეტებენ ,არამედ პერიოდულ შეკეთებას.
დიდი სპეციალისტის თვალი და გამოცდილება არ ჭირდება იმას ,რომ არსებული საფარის შეკეტება ფიზიკურად შეუძლებელია,ის ხომ 10 წლის უკანაც გამოუსადეგარი იყო.
მშენებლები მართალია გვპირდებიან რომ საფარს სრულად გაანახლებენ მაგრამ ოფიციალურად ჯერჯერობით აბრაზე სულ სხვა რამაა დაფიქსირებული.
მოგახსენეთ რომ დღესდღეობით სამუშაოები მიმდინარეობს მხოლოდ 4 კმ-იან მონაკვეთზე,ხოლო რა ეშველება დანარჩენ 6 კმ-ს ეს ჯერჯერობით აბსოლუტური უმრავლესობისთვის უცნობია.
იმედს გამოვთქვამთ ,
რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე ზესტაფონი-ბაღდათის 18 კმიანი მონაკვეთი ჩადგება მწყობრში ისეთი ხარისხით რაც ოცდამეერთე საუკუნეს და აქაურ მოსახლეობას ეკადრება!

სურათების სანახავად დააჭირეთ აქ
 
Read More




სოფელ სადგური სვირის მოსახლეობას მომავალი სასწავლო წლიდან ახალი სკოლა ექნება. 120 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების მინისტრთან ერთად დაათვალიერა.
მთავრობის მეთაური პედაგოგებს და მოსწავლეებს გაესაუბრა და განაცხადა, რომ განათლება მთავრობის პრიორიტეტია და ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
სვირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა პრემიერს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ახალი სკოლის მშენებლობით, სოფლის ერთ-ერთი დიდი პრობლემა გადაიჭრება, ბავშვებს კი სასწავლო გარემო გაუუმჯობესდებათ.
მათი განმარტებით, დღეს სასწავლო პროცესი სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის მაღალიძაბვის წნევის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში მიმდინარეობს, სადაც არ არის ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ნაგებობიდან 25მეტრში კი მუშაობს მაღალი ძაბვის წნევის ქვესადგურიდა შენობის თავზე გადის ძლიერი ელექტრომაგნიტური გამოსხივების მქონე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ხარისხიანი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების განათლების გარეშე ქვეყნის წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია.

„განათლებაა სწორედ ის, რაც ჩვენს სამშობლოს განვითარებული ევროპული ქვეყნების რიგებში ჩააყენებს. ამიტომ, ჩვენი მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობს, რომ მოსწავლეებს და სტუდენტებს შეუქმნას ყველა საჭირო პირობა ცოდნის მისაღებად. ჩვენი მიზანია მივაღწიოთ იმას, რომ დროთა განმავლობაში საქართველოს ნებისმიერ კუთხეში სასწავლო დაწესებულებები შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს და მოგვცეს განათლებული ახალგაზრდობის მთელი თაობა, რომელიც იქნებაკონკურენტუნარიანი", - აღნიშნა პრემიერმა.

სვირის მოსახლეობამ პრემიერს საგზაო პრობლების მოგვარება სთხოვა.როგორც გაირკვა, გზის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დამტკიცებულია და უახლოეს მომავალში განხორციელდება. ამასთან ადგილობრივებმა მიიღეს დაპირება, რომ მოგვარდება გაზიფიკაციის საკითხი და მოეხსნებათ რკინიგზის ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემა.

სადგური სვირის სკოლის მშენებლობა სამი თვეა მიმდინარეობს და სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი. სკოლის მშენებლობა სექტემბრის თვეში დასრულდება. მთავრობის მეთაურის განმარტებით,საქართველოს მასშტაბით 9 ახალი სკოლა შენდება,ასევე, 2014 წლის განმავლობაში 340-მდე სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება.


სურათები იხილეთ აქ
 
Read More


მეორე სვირის თემში ,,სოფლის მხარდამჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შესახებ იმსჯელეს. მოსახლეობის გადაწყვეტილებით გამოიყო რამოდენიმე პრიორიტეტული საკითხი, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე და იმერეთის ვიცე–გუბერნატორი ალექსანდრე იოსებაშვილი ესწრებოდა. ე.წ.,,სოფლის კრება" უკვე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 12 თემის 44 სოფელში ჩატარდა. სულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მილიონ 72 ათასი ლარია გამოყოფილი.


 
Read More


იმერის დილა 5თებერვლიდან დილის 10:00 დან 13:00 საათამდე რადიო იმერი FM 100,6 ატარებს კონკურს წამყვანებს შორის.
მონაწილეობას იღებენ იმერეთის სკოლების წარმომადგენლები.კონკურსის მეორე ტური ტარდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის. მასში მონაწილეობენ პირველი სვირის საჯარო სკოლა(ნომრით 1) და მეორე სვირის მეორე საჯარო სკოლა(ნომრით 5).
მოგიწოდებთ ყველას მხარი დაუჭიროთ ჩვენი სოფლის წარმომადგენლებს .ამისათვის კი საჭიროა დაამესიჯოთ ნომერზე 93345 და ტექსტში მიუთითოთ შესაბამისი ნომერი - ანუ 1 ან 5
 
Read More


ალბათ სათაურის წაკითხვისას უნებურად ადამიანს გაუჩნდება ასეთი აზრი თავში - სად ფიროსმანი და სად სვირი,თუმცა როგორც ჩანს არც ასეა საქმე.
კერძოდ ინტერნეტში მასალების მოძიებისას წავაწყდი ნახატს "სვირი" რომლის ავტორად სახელდება ნიკო ფიროსმანი.თავიდან ეს მხოლოდ შეცდომა მეგონა თუმცა გლობალური ქსელში ფართოდ შეიძლება ვნახოთ განხილვები ამ სურათის შესახებ სადაც დასტურდება რომ მისი ავტორის ვინაობა სწორედ რომ ფიროსმანია.
ძნელი სათქმელია იმყოფებოდა ის თუარა რომდისმე სვირში ,თუ აღნიშნული ნახატი მხოლოდ წარმოსახვითაა შექმნილი თუმცა როგორც ჩანს ჩვენი სოფელის ეშხი მაშინაც აქტუალური ყოფილა.
ამჟამად ცნობები იმის შესახებ თუ სად ინახება ნახატი ვერ მივაკვლიე



ფიროსმანი სვირი
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ