Logo
გაძლიერებული ძებნა
«    სექტემბერი 2023    »
ორსაოთხუპაშაკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
Advertisement on this site
არქივი

სექტემბერი 2022 (1)
აპრილი 2021 (1)
მარტი 2021 (1)
ივლისი 2019 (1)
იანვარი 2019 (1)
ივნისი 2018 (1)
Datalife Engine
კატეგორიები
პოპულარული
გამოკითხვა
რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის რომ გაკეთდეს სვირში

გზის მოასფალტირება
ელექტრო სისტემის მოწესრიგება
გაზიფიცირება
წყლის გაყვანა
სხვა



ლელა ხიდაშელის ბლოგი
აირმაქსი
რეკლამა
Advertise on this site
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფელ 1 სვირის წმინდა გიორგის სახოლობის ტაძარი მოინახულია.ტაძარი მე–16 მე–17 საუკუნისაა და რესტავრაციას საჭიროებს.როგორც სოფლის მკვიდრები აცხადებენ 3 წელზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.გოგი ქავთარაძემ განაცხადა:მე მივმართავ იმ ხალხს ვისაც ხელეწიფება ყველაფერი გააკეთონ იმისათვის რომ ეს ღვთიური საქმე ბოლომდე მიიყვანონ.



 
Read More


წმ თომას ხსენების დღე, მამა ეფრემი, მეორე სვირი



მამა ეფრემი, გოტიეთის მონასტრის წინამძღვარი და მამა კირიონი, მეორე სვირის, წმ თომას ტაძრის წინამძღვარი


 
Read More


მეორე სვირი,2013 წელი,ბანკეტი. გამოშვება 1993




20 წლის შემდეგ ,გამოშვება 1993

























 
Read More


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსებთან ერთად სოფელ პირველ სვირს ესტუმრა. გოგი ქავთარაძემ სოფლის სკოლაში არსებული სპორტული დარბაზი მოინახულა და სკოლის დირექტორს თანადგომას დაჰპირდა. დეპუტატმა თანმხლებ პირებთან და პირველი სვირის რწმუნებულთან ერთად სოფლის ცენტრალურ გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 
Read More


სადგურ სვირში ახალი სკოლა აშენდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 9 ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი წარმოადგინა. ჯამში, ცხრავე სკოლის ასაშენებლად სახელმწიფო ბიუჯეტში 23 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა მინისტრი ვარაუდობს, რომ საბოლოოდ 17-18 მილიონი ლარი დაიხარჯება.

საგარეჯოს რაიონის სოფელი ლამბალო, ქარელის რაიონის სოფელი აბანო, თეთრიწყაროს რაიონის სოფელი სამღერეთი, ზესტაფონის რაიონის სოფელი სვირი, მარნეულის რაიონის სოფელი დიოკნისი, მცხეთის რაიონის სოფელი მუხრანი და წილკანი, ჩოხატაურში, სოფელი წიფნარი და ახალქალაქში სოფელი ბუღაშენი - ეს ის სოფლებია, სადაც დაახლოებით ერთ წელიწადში ახალი სკოლები აშენდება.



განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, გიგა უმეკაშვილმა ჟურნალისტებს დღეს, 11 სექტემბერს ცხრავე სკოლის დეტალური პროექტი გააცნეს.



"ახალი სკოლები ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს, უნდა ითქვას ისიც, რომ სპორტული მოედნები ისე არის დაპროექტებული, რომ საერთაშორისო ტურნირების მოწყობის საშუალებაც ექნებათ,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
 
Read More


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო იწყებს უპეცენდენტო პროგრამას სოფლების ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.მართალია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა აქამდედაც ხორციელდებოდა თუმცა ეს მხოლოდ პიარის სახეს იღებდა.გთავაზობთ ამონარიდებს იმ დოკუმენტიდან რომელიც დევს ზემოთხსენებული სამინისტროს საიტზე.

1 სვირი



3500 ლარი---
გიორგაძეების უბანში წყაროსთან 5გრ/მ ლიტონოს ცხაურის მოწყობა

5000ლარი---
სოფლის ამბულატორიისათვის საპროცედურო ოთახის მოწყობა

8500ლარი---
ჭურაძეების, კაპანაზეებისა და გეწაძეების უბანში საუბნაგზაზე ბეტონის ფენილის მოწყობა 3,5მსიგანის 18სმ სისქით (ორ ადგიზე)

10000ლარი---
გამრეკელაშვილები,ხათრიძეები, მუმლაძეების ჩიტორელიძეების უბანში ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა 100გრ/მ.2ცალი 300მმ ლითონის მილი თითო 6 გრ /მ ლითონის ცხაური 10 გრ/მ

2200ლარი---
კოხრის უბანში სანიაღვრე არხის გაჭრა 1000გრ/მ და 500მმ ლითონის მილი 6გრ/მ

3561ლარი---
მარნის უბანში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა

650ლარი---
კაკაურიძე-ბასილაძეების უბანში სასმელი წყაროს რეაბილიტაცია 1,5 ტ ცემენტი და 8მ3 დამუშავებული ქვიშა-ღორღი

4450ლარი---
კაპანაძეები, ჭურაძეები, ტალახაძეების უბანში სასმელი წყაროს რეაბილიტაცია 1,5 ტ ცემენტი და 8მ3 დამუშავებული ქვიშა-ღორღი 2ც ლითონის ცხაური თითო 5 გრ/მ

6500ლარი---
გეწაძეები ბურჯანაძეების უბანში სასმელი წყლის 15 ტ ლითონის რეზერუარის და წყლის ტუმბო სამფაზიანი, 32მმ პლასმასის მილი 300გრ/მ

1900ლარი---
წაქაძეების უბანში 5მ ლითონის ცხაურის მოწყობა

3500ლარი---
ხოხოულის უბანში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა



2სვირი



18250ლარი---
ჯუღელების უბანში გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობა 211გრ/მ 114 მკ

6000ლარი---
ჯუღელების უბანში სასმელი წყლის ჭის მოწყობა

7000ლარი---
წაქაძეების უბანში ბეტონის სანიაღვრ არხის მოწყობა 90გრ/მ

8000ლარი---
№ 13 საბავშვო ბაღისათვის სათამაშოების კომპლექტის შეძენა რეაბილიტაცია ჩაუტარდე საბავშვო ბაღის ერთ ოთახსა და ტუალეტს

8100ლარი---
ცინაძეების უბანში სასაფლაზე მისასვლელ გზაზე ბეტონის ფენილის მოწყობა 100 გრ/მ 54მ

6500ლარი---
ხვინჩიაშვილების უბანში ბეტონის ფენილის მოწყობა 80გრ/მ 43მკ

5700ლარი---
მაისის უბანში ბეტონის ფენილის მოწყობა 70 გრ/მ 38 მ

5700ლარი---
ხიდაშლების უბანში ბეტონის ფენილის მოწყობა 70გრ/მ 38 მ

3769ლარი---
თუთარაშვილებისა და ბარათლების უბანში 9მ ცხაურის მოწყობა
118ლარი---
სადგურ სვირი
9506
სადგურ სვირში თავშეყრის ადგილის მოწყობა

აგრეთვე სოფელ პირველ სვირში მოხდება გზის ასფალტირება.ამ სამუშაოებისთვის თანხა 710 537ლარი გამოიყოფა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
 
Read More


დახმარების პროგრამა მეორე სვირში ფერხდება


სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს პროექტს სოფლების დასახმარებლად.

არსებობს 2 სახის დახმარება ,რომელიც გამოიხატება 2 ტიპის ბარათის სახით,კერძოდ:

პირველი ბარათი გამოიყენება დახვნა გაფხვიერების სამუშაოების ჩასატარებლად,ხოლო მეორე ბარათის საშუალებით თქვენ სპეციალიზირებულ მაღაზიებში შეგიძლიათ

შეიძინოთ სხვადასხვა სახის საქონელი.

მეორე სვირში შეინიშნება მთელი რიგი შეფერხებები , რომელიც გამოწვეულია მთელი რიგი სუბიექტურ-ობიექტური პირობებით.

ერთერთი პრობლემა მგომარეობს შემდეგში- მიწების აღწერა რომელიც დაევალა სოფლის თვითმმართველობას არასრულყოფილია.მიუხედავათ იმისა რომ არსებობს

პირველადი და დამატებითი სიები,კვლავ დარჩა კომლების გარკვეული რაოდენობა რომლებსაც არ მიუვიდა ბარათები.მათ სიაში მეც აღმოვჩნდი .ჩემს ძმას, რომელიც ცალკე

კომლია აგერ უკვე 20 წელიწადია მიუვიდა ბარათი,მე კი ვიღაცამ "ამომწერა" სვირელების სიიდან.

დავრეკე ცხელ ხაზზე .არც ძირითად და არც დამატებით სიაში არ აღმოვჩნდი. გადამამისამართეს გამგებელთან,გამგებელმა გადამამისამართა იმ თანამშრომელთან ვინც

აღწერა ჩაატარა,მან ისევ გამგებელთან.შედეგი დადგა სიაში აღმოვჩნდი,თუმცა მოვა თუ არა ჩემი კუთვნილი ბარათი კვლავ საკითხავია.

სოფელში რომელსიც კომუნისტების დროს 22 ტრაქტორი ამუშავებდა მიწებს,დღეს 2-3 ტრაქორიღა არის მომაგრებული. რაც თავისთავად პრობლემის თავი და თავია.

არ არსებობს ლეგალური გზა რომ მომხმარებელმა გარანტირებულად მიიღოს სარგებელი თავის დროზე.გლეხი იძულებულია ტრაქტორისტის ჭიშკართან გაათენოს რომ

დილის გარანტირებული იყოს რომ ტრაქტორისტმა მას დაუხნას.მეორე ნაწილი ცდილობს ტრაქორისტი უშუალოდ დახვნის პროცესში "შეაბას" და წაიყვანოს,მესამე ნაწილი

ახლობლობ-ნათესაობას მოიშველიებს,მეოთხე ნაწილი თანამდებობას იყენებს და ა.შ.

რამოდენიმე დღის წინ ერთი მეთოდი მეც გამოვიყენე,ტრაქტორისტს დილის 5 საათზე მანქანით ჩავუსაფრდი ჩემს კარის მეზობელთან ერთად.7 საათზე როგორც იქნა

მოვახერხე და ნანატრი შეხვედრის შემდეგ ,დავიყოლიე ის ჩემი ძმის კუთვნილი 0,15 ჰა დაეხნა.ოღონდ ჩემს უბანში, ერთი პიროვნების ყანის დახვნის შემდეგ, რადგან ეს

ერთერთმა თანამდებობის პირმა დაავალა.(ტრაქტორისტის სიტყვებია)

ამ იმედით დავბრუნდი სახლში,მთელი დღის ლოდინის შემდეგ ,საღამოს პირზე როგორც იქნა გამოჩნდა.ჯერ მეზობლის ყანა დახნა და... ჩემი ძმის ყანის დახვნაზე სასტიკი

უარი მტკიცა.არ მინახავხარ და არც არაფერს შეგპირებივარ და საერთოდ ახლა თუ არ წავედი და ერთერთი თანამდებობის პირის ნათესავს არ დავუხანი ტრაქტორიდან

ჩამომაგდებენო...ბარათებს იქეთ მოგცემ დამანებე თავიო.

არსებობს კიდევ უზუსტობების პრობლემა ,რაზეც კიდევ ერთი ჩემი მეზობელი წუწუნებს თუმცა როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელმა ხაზმა გვამცნო ამ

ეტაპზე ამის გამოსწორება შეუძლებელია მათი მხრიდან და ყველაფერს ადგლობრივ თვითმმართველობას აბრალებს.

ჩვენ კი ერთი დაგვრჩენია დაველოდოთ ხვალინდელ დღეს იმ იმედით რომ რაღაც რეალურად შეიცვლება სოფლისათვის.


ბესიკი წაქაძე დაბადებულ გაზრდილი მცხოვრები სვირში.ამ წერილით არ მინდა ვინმეს დაბრალო რამე ,დავწერე მხოლოდ ის რაც მე შემემთხვა და ეს ჩემი სუბიექტური აზრია
 
Read More


პრიორიტეტები პირველ სვირში

დღეს პირველი სვირის საჯარო სკოლაში შეიკრიბა სოფლის საზოგადოება.იმსჯელეს სოფლის განვითარების პროგრამაზე.გამოიკვეთა პრიორიტეტები:ბაღი,სკოლა და სასაფლაოს შემოღობვა.ასევე რამდენიმე უბანზე სასმელი წყალი.სოფელ პირველ სვირზე პროექტის ფარგლებში გამოყოფილია 49 761 ლარი.
 
Read More


Previous 1 2 3 4 5 6 7 8 9 Next


საიტები
ვალუტის კურსი
თბილისის დრო
რადიო იმერი
>
ამინდი
დიზაინი რედაქტირებულია ბესიკი წაქაძის მიერ